
„გმირების ღვინის“ სასაჩუქრე ყუთი აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ქართულ ღვინოს, დახვეწილ დიზაინსა და უმაღლესი ხარისხის მასალებს. თითოეული დეტალი შექმნილია განსაკუთრებული ყურადღებითა და მაღალი სტანდარტების დაცვით, რაც მის გამორჩეულობას, უნიკალურობასა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასახავს.
„გმირების ღვინო“ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საჩუქარია, რომელიც აერთიანებს ეროვნულ მემკვიდრეობას, ისტორიასა და ღირებულებებს. თითოეული ყუთი წარმოადგენს პატივისცემის გამოხატულებას იმ ადამიანებისა და იდეალების მიმართ, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში.
„გმირების ღვინის“ იდეის ავთენტურობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, შეირჩა საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საღვინე სახლი, განსაკუთრებული ისტორიითა და ღვინის წარმოების უმაღლესი ხარისხითა და სტანდარტით. „ტყუპების საღვინე სახლი ნაფაერულში“ გამოირჩევა ქვევრის მეღვინეობის მრავალწლიანი გამოცდილებით, უნიკალური მარნებითა და ქართული ტრადიციული მეღვინეობისადმი განსაკუთრებული ერთგულებით.
შექმნილია ნაფარეულის მიკროზონაში მოკრეფილი ერთ-ერთ იშვიათი და უძველესი თეთრი ყურძნის ქისის ჯიშისგან. მშრალი, ქარვისფერი ღვინო, დამზადებულია უნიკალურ გაუსანთლავ ქვევრებში, ჭაჭასთან 6 თვიანი მაცერაციით და ბუნებრივი ფილტრაციით. ყურძნის გამორჩეული ჯიშური თვისებები და ჭაჭასთან ხანგრძლივი კონტაქტი ღვინოს ანიჭებს, გამორჩეულ ქარვისფერ ელფერს და მტკიცე ხასიათს. დაგემოვნებისას ქისი ავლენს გარგარის, ჩირის და ყვითელი ხილის გამოკვეთილ არომატებს.


შექმნილია ნაფარეულის მიკროზონაში, ამავე (ნაფარეულის) მიკროზონის საფერავის ჯიშისგან. ღვინო დამზადებულია ქვევრში, კახური, ტრადიციული მეთოდით. ღვინის ფილტრაციის 6 თვიანი ნატურალური ციკლი, ქვევრშივე მიმდინარეობს. ნაფარეულის მიკროზონის მახასიათებლებთან ერთად, ღვინოს დამატებით ამდიდრებს საღვინე სახლში არსებული უნიკალური ქვევრები, რის შედეგადაც ღვინო გამოირჩევა ჯიშური არომატებითა და ჰარმონიულობით.
თუ გსურთ „გმირების ღვინის“ სასაჩუქრე ყუთის შეძენა ან კორპორატიული შეკვეთის განთავსება, დაგვიტოვეთ შეტყობინება ან ისარგებლეთ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ნომრით. ჩვენი გუნდი სიამოვნებით დაგიკავშირდებათ, გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციასა და დაგეხმარებათ შეკვეთის გაფორმებაში.