ღვინო, რომელიც ისტორიას აგრძელებს

ეროვნული გმირების მემკვიდრეობით შთაგონებული იდეა, რომელიც ისტორიას, მათ ოჯახებსა და მომავალ თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს.

იდეის შესახებ

კოლექცია ეძღვნება საქართველოს ეროვნულ გმირებს

იდეა, რომელიც ეროვნულ გმირებს, მათ ოჯახებსა და მომავალ თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს

საქართველოში პირველად შეიქმნა პრემიუმ ხარისხის ქართული სასაჩუქრე ღვინო, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეროვნულ გმირებს - ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით, სიმამაცითა და თავდადებით უდიდესი ღვაწლი გასწიეს ქვეყნის მომავლისა და ეროვნული ღირებულებების დასაცავად.

იდეის შექმნის პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ ეროვნული გმირების ოჯახები, რომლებიც იდეის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, „გმირების ღვინო“ არ არის მხოლოდ სასაჩუქრე კოლექცია — ეს არის ცოცხალი კავშირი გმირების ისტორიებს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას შორის.

„გმირების ღვინის“ ეკონომიკური მოდელი ეროვნული გმირების ოჯახების მხარდაჭერას ეფუძნება. კომპანიის მიერ გენერირებული მოგება სრულად მიემართება ეროვნული გმირების ოჯახის წევრების მხარდასაჭერად, რის შედეგადაც იდეის განვითარება და წარმატება პირდაპირ უკავშირდება მათ კეთილდღეობასა და მხარდაჭერას.

გაიგეთ მეტი იდეის შესახებ
Heroes Wine — თეთრი ღვინის ბოთლი
Heroes Wine — თეთრი ღვინის ბოთლი
Heroes Wine — თეთრი ღვინის ბოთლი
Heroes Wine — თეთრი ღვინის ბოთლი
Heroes Wine — თეთრი ღვინის ბოთლი
Heroes Wine — თეთრი ღვინის ბოთლი
Heroes Wine — წითელი ღვინის ბოთლი
Heroes Wine — წითელი ღვინის ბოთლი
Heroes Wine — წითელი ღვინის ბოთლი
Heroes Wine — წითელი ღვინის ბოთლი
Heroes Wine — წითელი ღვინის ბოთლი
Heroes Wine — წითელი ღვინის ბოთლი
8000წლიანი ღვინის კულტურა
100%ქართული ენდემური ჯიში
2სახეობა — თეთრი და წითელი
ეროვნული გმირების ხსოვნა
საქართველოს ეროვნული გმირები

შეიტყვეთ მეტი საქართველოს ეროვნული გმირების, იდეის არსისა და ღირებულებითი მნიშვნელობის შესახებ

ეს არის შემოქმედება, სიმბოლო და სიყვარული — ერთ ბოთლში

გმირების ღვინო

სასაჩუქრე ყუთი შექმნილია თითოეული დეტალისადმი განსაკუთრებული ყურადღებითა და დაკვირვებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის ეროვნული იდეა, გამორჩეული დიზაინი და დახვეწილი ესთეტიკა

ქისი

ქარვისფერი, მშრალი.
2024 წლის მოსავალი

კლასიკური კახური ღვინო. გამოირჩევა მუქი ქარვისფერი შეფერილობითა და მდიდარი არომატული პროფილით.

საფერავი

წითელი, მშრალი.
2024 წლის მოსავალი

აქვს მუქი ბროწეულისფერი, თითქმის გაუმჭვირვალე შეფერილობა.

სად შევიძინოთ
ღირებულებები

„გმირების ღვინო“ ეფუძნება ოთხ მთავარ პრინციპს — მეხსიერებას, პატივისცემას, თანამონაწილეობასა და მემკვიდრეობას. ეს არის იდეა, რომელიც ეროვნული გმირების ისტორიებს, მათ ოჯახებსა და მომავალ თაობებს ერთ საერთო ღირებულებაში აერთიანებს.

მეხსიერება

იდეა შექმნილია ეროვნული გმირების მემკვიდრეობის ღირსეულად წარმოსაჩენად და მათ ისტორიებთან ცოცხალი კავშირის შესანარჩუნებლად.

პატივისცემა

იდეის შექმნის პროცესში მონაწილეობენ ეროვნული გმირების ოჯახები, რომლებიც იდეის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.

თანამონაწილეობა

პროექტის ეკონომიკური მოდელი აგებულია ისე, რომ იდეის წარმატება პირდაპირ უკავშირება ეროვნული გმირების ოჯახებს.

მემკვიდრეობა

ყოველი სასაჩუქრე ყუთი არის პატივისცემის გამოხატულება და ეროვნული მეხსიერების მომავალ თაობებთან დაკავშირების გზა.

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

თუ გსურთ „გმირების ღვინის“ სასაჩუქრე ყუთის შეძენა ან კორპორატიული შეკვეთის განთავსება, დაგვიტოვეთ შეტყობინება ან ისარგებლეთ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ნომრით. ჩვენი გუნდი სიამოვნებით დაგიკავშირდებათ, გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციასა და დაგეხმარებათ შეკვეთის გაფორმებაში.

Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.